საქართველოში აუტისტი ბავშვებისთვის სწავლების ახალი მოდელი შემუშავდა

© Pixabay / jarmolukბავშვების ხელები დიდი რაკურსით
ბავშვების ხელები დიდი რაკურსით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად საქართველოში აუტისტი ბავშვები რვა საჯარო სკოლაში სწავლობენ

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა საჯარო სკოლების აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასის მოდელი შეიმუშავა, რომელიც საპილოტე რეჟიმში თბილისის 55-ე სახელმწიფო სკოლაში განხორციელდა.

როგორც განათლების სამინისტრო იუწყება, ახალი მოდელი გულისხმობს აუტისტ ბავშვებს შორის სხვადასხვა დამხმარე საგანმანათლებლო რესურსის გამოყენებას. ასეთ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების მთავარი მიზანია, მოიძებნოს მათთან ურთიერთობის გასაღები, დააინტერესონ ისინი სასწავლო პროცესითა და გარემო სამყაროთი.

ალექსანდრა მაქსიმოვა - Sputnik საქართველო
აუტიზმის მეორე მხარეს: განსაკუთრებული თვისებების მქონე ბავშვის დედის ნაამბობი

ინტეგრირებული კლასი აღჭურვილია დამხმარე საგანმანათლებლო რესურსებით. ახალი მოდელის თანახმად, ფსიქოლოგებმა და სპეციალურმა პედაგოგებმა აუტისტ ბავშვებთან უნდა იმუშაონ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფში. სწორედ სწორი მიდგომა დაეხმარება აუტისტ ბავშვებს შემდგომ საზოგადოებაში ინტეგრირებაში, მიიჩნევენ სპეციალისტები. ამიტომ პედაგოგებმა უნდა აამაღლონ ამ ბავშვების სოციალიზაციის დონე და მაქსიმალურად ჩართონ სასწავლო პროცესში.

2013 წელს განათლების სამინისტრომ პროგრამის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა" ქვეყნის სახელმწიფო სკოლებში ინტეგრირებული კლასები გახსნა. სპეციალისტები მას შემდეგ მოდელის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.

საპილოტე პროექტის შედეგებს გაეცნენ ექსპერტები, პედაგოგები, სკოლების დირექტორები, უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები. მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ამ პროექტის დაფინანსების სწორი მოდელის მიღება, ახალი საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და აუტისტ ბავშვებთან მომუშავე სპეციალური პედაგოგების მოტივაციის ამაღლება.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისში აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ფსიქოთერაპიის ცენტრი გაიხსნა

ამჟამად ინტეგრირებული კლასები გახსნილია საქართველოს რვა სახელმწიფო სკოლაში. თბილისში: №166, №72, №41, №132, №55 სკოლებში, ასევე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, ბათუმის №13 და რუსთავის №21 სკოლებში.

აუტიზმი — ეს განვითარების გამუდმებული რღვევაა, რომელიც სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში ვლინდება და ნევროლოგიური აშლილობის შედეგად მიიჩნევა, რაც ტვინის ფუნქციონირებაზე აისახება. აუტიზმი ძირითადად ბავშვებში ვლინდება — სქესის, რასისა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. აუტიზმს ახასიათებს უნიკალური თავისებურებები სოციალური ურთიერთქმედების კუთხით, სირთულე ყოველდღიურ ურთიერთობებში და გრძნობათა ორგანოების მიერ ინფორმაციის დამუშავების არასტანდარტული მეთოდი.

აუტისტი ბავშვების ქცევა ხასიათდება მკაცრი სტერეოტიპულობით — დაწყებული ელემენტარული მოძრაობების მრავალჯერადი გამეორებით (ხელების ქნევა თუ ადგილზე ხტომა), დასრულებული რთული რიტუალებით, ხშირად სულაც დესტრუქციით (აგრესია, თვითდაზიანება, ყვირილი, ნეგატივიზმი).

 

ყველა ახალი ამბავი
0