თბილისში აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ფსიქოთერაპიის ცენტრი გაიხსნა

© Tbilisi City Hallსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში აუტიზმის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ცენტრი გაიხსნა, რომელშიც თითოეულთან ინდივიდუალური პროგრამით იმუშავებენ.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. თბილისში აუტიზმის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფუნქციონირება დაიწყო ფსიქოთერაპიისა და ფსიქორეაბილიტაციის ცენტრმა „კერამ".

ცენტრი განკუთვნილია იმ ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებსაც აქვთ ქცევის მძიმე დარღვევა და უჭირთ სკოლაში, ან სხვა ცენტრებში ადაპტაცია. ამ დროისთვის ცენტრს 9-დან 13 წლამდე ასაკის 12 ბენეფიციარის მიღება შეუძლია.

„ჩვენი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც ბავშვები და მოზარდები თავს მშვიდად, დაცულად იგრძნობენ, ექნებათ თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის საშუალება, სადაც მათი გრძნობა, ემოცია, სურვილი გაგებული და მოსმენილი იქნება", — აღნიშნულია სამედიცინო დაწესებულების Facebook-გვერდზე განცხადებაში. 

სამედიცინო კლინიკა - Sputnik საქართველო
ფსიქიატრიული დაწესებულებების პრივატიზება: რეკომენდაციები ხელისუფლებისთვის

ცენტრი იმითაა გამორჩეული, რომ ის რაიმე კონკრეტული პროგრამით არ იმუშავებს. ნებისმიერი შეთავაზებული აქტივობა — ფსიქოთერაპია, არტთერაპია, სპორტული თამაშობები, ჯგუფური თამაში, სწავლების პროცესი თუ სხვა, შეირჩევა ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

ცენტრში მკურნალობის მეთოდოლოგიის ძირითადი არსი ისაა, რომ ბენეფიციარები თანდათანობით დააინტერესონ გარემო სამყაროთი, გააღვიძონ მათში სხვებთან ურთიერთობების ინტერესი და სურვილი ისე, რომ მათთვის გაუგებარი წესები არ მოახვიონ თავს.

ცენტრს პროფესიულ დახმარებას გაუწევენ სპეციალისტები და პროფესორები საფრანგეთიდან.

ყველა ახალი ამბავი
0