თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ზამთრის ტურისტული სეზონი სამთოსათხილამურო კურორტ გომარდულში ოფიციალურად პარასკევს გაიხსნება, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.
გომარდული ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა სამთოსათხილამურო კურორტია საქართველოში, იგი პირველად 2011 წელს გაიხსნა. იქ ფუნქციონირებს საბაგირო გზა და სათხილამურო ტრასა. თუმცა, მაშინ ზამთრის კურორტზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ იყო.
დღეს გომარდულში, რომელიც ბათუმიდან 70 კმ–ში მდებარეობს, ყველაფერი სხვაგვარადაა. გამართულად მუშაობს წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების სისტემა. კურორტზე 60 კაცზე გათვლილი ხუთი კოლეჯი ფუნქციონირებს, 80 ადგილზე გათვლილი ათი საოჯახო ტიპის სასტუმრო და ერთი კვების ობიექტი.
საზეიმო ღონისძიებები 15:00 საათზე დაიწყება და 21:30 საათამდე გაგრძელდება. გომარდულს საახალწლო დეკორაციებითა და განათებებით მორთავენ ასევე დაამონტაჟებენ ნაძის ხეს და სცენას, რომელზეც წარსდგებიან სხვადასხვა ბენდები და ფოლკლორული შემსრულებლები. გარდა ამისა, ბავშვებისთვის გათვალისწინებულია ცალკე პროგრამა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა თამაშობებსა და შემეცნებით აქტივობებს.
სათამოს დაგეგმილია ფეიერვერკი.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახსნის. ცერემონიას ასევე დაესწრებიან მთავრობის წევრები და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.
კურორტის გახსნის ცერემონიაზე დასწრების მსურველთათვის ბათუმიდან (ბულვარში ტურიტული საინფორმაციო ცენტრი) 11:00 საათიდან უფასო ტრანსპორტი გავა. კურორტი გომარდული ზღვის დონიდან 1,3 ათას სიმაღლეზე მდებარეობს.