საქართველოს ზამთრის კურორტები Euronews-სა და BBC-ზე

© Flickr / Pablo Andrés Riveroზამთრის კურორტი გუდაური
ზამთრის კურორტი გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი 10 დეკემბერიდან ეტაპობრივად გაიხსნება

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლს  Euronews-ის 400 მილიონიანი აუდიტორია იხილავს, აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

10 დეკემბერს ტურისტული სეზონი გაიხსნება  გუდაურისა და  გოდერძის კურორტებზე. 12 დეკემბერს ბაკურიანში გაიხსნება დიდველი,  ხოლო  23 დეკემბერს კოხტა-მიტარბი. რაც შეეხება სვანეთს, მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებს, აქ სეზონის  გახსნა  17 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ბაკურიანში სეზონი გაიხსნა - Sputnik საქართველო
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 10 დეკემბერიდან გაიხსნება

23 დეკემბერს გაიხსნება  მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგირო, რომელიც მესტიის ცენტრსა და მთას ერთმანეთთან დააკავშირებს. ეს არის  ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რაც კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგან მესტიის ცენტრიდან პირდაპირ საბაგიროთი ჰაწვალის კურორტთან დაკავშირება  ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია. მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და მას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია  „დოპელმაიერი“ ახორციელებს. საბაგიროს სიგრძე  1200 მეტრია და ის 6 ადგილიანი,  ღია სავარძლის ტიპისაა. 

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლს  Euronews-ის 400 მილიონიანი აუდიტორია ეცნობა. ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლი  Euronews-ის მაყურებელს  საქართველოს ზამთრის კურორტებს,  ტურისტულ ადგილებს და ქვეყნის  კულტურას აცნობს“, — აღნიშმულია ეკონომიკის სამისნიტროს პრესრელიზში.

პირველი თოვლი სვანეთში - Sputnik საქართველო
პირველი თოვლი სვანეთში

სარეკლამო კამპანია  Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო  და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

პარალელურად, საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ რეკლამას ავრცელებს  BBC.  საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება ტელეკომპანია  BBC World News-მა დაიწყო. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი საქართველოს ზამთრის კურორტების, ტურისტული მიმართულებების და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.

 საქართველოს შესახებ  რეკლამა BBC-ის ისეთ ცნობილ  გადაცემებში გავა,  როგორიცაა: The Travel Show, Business Briefing, World Business Report, BBC Business Live, Talking Business, Global, Outside Source. 


ყველა ახალი ამბავი
0