თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ტურისტული სეზონი 10 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნება ერთბაშად ორ სამთო-სათხილამური კურორტზე — გუდაურსა და გოდერძიზე, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2017 წლის დეკემბრის ბოლოდან ბათუმიდან გოდერძის მიმართულებით ვერტმფრენები იფრენენ. ავიამიმოსვლა ზამთრის სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება. სახმელეთო გზით ბატუმისან გოდერძამდე მანძილი 109 კილომეტრს შედაგენს.
რაც შეეხება ბაკურიანს, აქ დიდველის სამთო-სათხილამურო ტრასაზე სეზონი 12 დეკემბერს გაიხსნება, კოხტა-მიტარბის ტრასაზე კი 23 დეკემბერს.
სვანეთში ჰაწვალისა და თეთნულდის სამთო-სათხილამურო ტრასები 17 დეკემბერს გაიხსნება.
ახალი საბაგიროს გახსნა, რომელიც მესტისა და ჰაწვალს დააკავშირებს, 23 დეკემბერს შედგება. ამავე წელს იგეგმება ასევე კოხტა-მიტარბის ახალი სამთო-სათხილამურო გადადასვლელი გზის გახსნა.
მცირე საბაგიროები გაიხსნება სვანეთის შემდეგ სოფლებშიც: მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და ლენტეხში. სამთო რესურსების განვითარების კომპანიაში დარწმუნებულნი არიან, რომ მსგავსი საბაგირო გზები ადგილობრივ მოსახლეობაში სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას ემსახურება.
შარშანდელის მსგავსად, დამსვენებელთა უსაფრთხოებას სათხილამურო პატრული დაიცავს. კურორტების სტუმრებთან იმუშავებენ სათხილამური მენეჯერები, რომლებმაც საფრანგეთსა და შვეიცარიაში სპეციალური ტრენინგები გაიარეს.
რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.