ახალი საბაგირო მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ზამთრის კურორტად გადააქცევს

© FB/Giorgi Kvirikashviliახალი სასტუმრო სოფელ სნოში
ახალი სასტუმრო სოფელ სნოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო განაგრძობს მაღალმთიანი რეგიონის განვითარებას, რომლის ცენტრიც გუდაურია

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. კობი-გუდაურის საბაგირო გზა, რომლის  მშენებლობაც 2017 წელს დასრულდება,  სტეფანწმინდას, სნოს და მთლიანად ამ რეგიონს ზამთრის კურორტადაც აქცევს, განაცხადა კვირას  საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სოფელ სნოში ახალი,  34 ნომრიანი სასტუმროს გახსნის  ცერემონიალზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

"მომავალ წელს დასრულდება კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც სტეფანწმინდას, სნოს და მთლიანად ამ რეგიონს ზამთრის კურორტადაც აქცევს, გამომდინარე იქედან, რომ სასტუმრო რესურსი, რომელიც აქ არსებობს,  პირდაპირ უკავშირდება გუდაურის პოტენციალს“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

მისივე თქმით, მომავალ წელს მლეთა-კობის გვირაბის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება და 2020 წლისთვის  შევა ექსპლუატაციაში.

გუდაური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და განვითარებული ზამთრის კურირტია. ის რუს და უცხოელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კურორტი საქართველოს სამხედრო გზაზე  ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ქვეყნის ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად 170 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0