თბილისი რუსეთის მოქალაქეების საახალწლოდ რჩეული ქალაქების ტოპ-ხუთეულშია

გამოწერა
ტურისტები თბილისში 3,5 დღეს აპირებენ დარჩენას

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის აღსანიშნავად რუსეთის მოსახლეობას შეარჩია მინსკი, ბაქო, ალმათი, თბილისის და ერევანი. ასეთია საცხოვრებლის დაჯავშნის რუსული სერვერის, Tvil.ru-ს მონაცემები.

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
ბაკურიანში სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

კომპანიის სპეციალისტებმა გამოარკვიეს, დსთ-ისა და ახლო აღმოსავლეთის რომელ ქვეყნებში გაემგზავრებიან რუსი ტურისტები ახალი წლის დღესასწუალებზე.

რეიტინგი შეადგინეს 30 დეკემბრიდან 2018 წლის 8 იანვრამდე სადღესასწაულო უქმეებზე ტურისტების მიერ საცხოვრებლის მოთხოვნებისა და დაჯავშნის მონაცემების მიხედვით.

Tvil.ru-ს მონაცემებით, ტურისტები თბილისში საშუალოდ 3,5 დღეს დაჰყოფენ. ამასთან, დღე-ღამეში 45 დოლარის დახარჯვას აპირებენ. რუსი ტურისტებისთვის საქართველოში ასევე პოპულარულია სამთო-სათხილამურო კურორტები ბაკურიანი და გუდაური.

Tvil.ru სასტუმროების, ბინებისა და სასტუმრო სახლების ონლაინ დაჯავშნის წამყვანი რუსული ვებ-გვერდია.

 

ყველა ახალი ამბავი
0