ბაკურიანში სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

გამოწერა
ტურისტული სეზონი საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო ტრასაზე დეკემბრის ბოლომდე გაიხსნება

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ბაკურიანში დიდველის სათხილამურო ტრასა 12 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კოხტა-მიტარბის ტრასაზე კი სეზონი 23 დეკემბერს გაიხსნება.

კურორტზე არის 14-კილომეტრიანი 7 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა ტიპის მოთხილამურეზე.

გუდაური - Sputnik საქართველო
გუდაური დამსვენებლების მისაღებად მზადაა

დამსვენებლები ისარგებლებენ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის „ნოდოს" სათხილამურო გზით. 2000 მეტრიან სათხილამურო ტრასას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.

კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამთო პატრული დაიცავს.

დიდველზე სულ ოთხი საბაგიროა: გონდოლას ტიპის, სკამებიანი (ბაბლი), ბიგელი და ფუნიკულიორი. „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ცნობით, საბაგირო ყოველდღე 10:00-17:00-მდე იმუშავებს.

დიდველის ტრასაზე სრიალი ღამეც შესაძლებელია — დამონტაჟებულია მაღალტექნოლოგიური ფერადი, ე.წ. ლედ-განათებები.

კურორტ გოდერძიზე და გუდაურში სათხილამურო სეზონები უკვე გაიხსნა. რაც შეეხება სვანეთს, მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებზე სეზონი 17 დეკემბერს გაიხსნება.

რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0