გუდაური დამსვენებლების მისაღებად მზადაა

© courtesy of TBC Bank გუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები სეზონს რიგ-რიგობით ხსნიან - უკვე ფუნქციონირებს გოდერძისა და გუდაურის კურორტები

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზამთრის კურორტი გუდაური ოფიციალურად გაიხსნა, აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამჟამად გახსნილია 22-იდან სამი სათხილამურო ტრასა, ასევე სნოუპარკი — ტერიტორია მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისთვის, რომელიც ტრიუკების შესასრულებლად სპეციალური ფიგურებით არის აღჭურვილი. საბაგირო გზა სეზონის მთელი სეზონის განმავლობაში იმუშავებს 10:00-დან 16:30 საათამდე. გუდაურში სულ 14 საბაგირო გზაა.

გუდაურში ასევე მუშაობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რაც კურორტს კლიმატური პირობებისგან დამოუკიდებელს ხდის. გუდაურში დამონტაჟებულია თოვლის 29 გენერატორი, რომლებიც 1100 მეტრიან ტრასას თოვლით უზრუნველყოფს.

ზამთრის ტურისტული სეზონი გაიხსნა აჭარის გოდერძის კურორტზეც. გოდერძი საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა სამთო–სათხილამურო კურორტია – ოფიციალურად 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა. ის აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, შავი ზღვის სანაპიროდან სულ 100 კილომეტრში მდებარეობს.

Горнолыжный курорт Годердзи зимой - Sputnik საქართველო
გოდერძის სამთო–სათხილამურო კურორტზე ტურისტული სეზონი გაიხსნა

რაც შეეხება ბაკურიანს, აქ დიდველის ტრასა 12 დეკემბერს გაიხსნება, ხოლო კოხტა-მიტარბის — 23 დეკემბერს.

სვანეთში ჰაწვალისა და თეთნულდის სამთო-სათხილამურო ტრასები 17 დეკემბერს გაიხსნება.

მესტიისა და ჰაწვალის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო 23 დეკემბერს გაიხსნება. ამავე წელს იგეგმება ასევე კოხტა-მიტარბის ახალი სამთო-სათხილამურო გადასასვლელი გზის გახსნა.

მცირე საბაგიროები გაიხსნება სვანეთის შემდეგ სოფლებშიც: მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და ლენტეხში. სამთო რესურსების განვითარების კომპანიაში დარწმუნებულნი არიან, რომ მსგავსი საბაგირო გზები ადგილობრივ მოსახლეობაში სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას ემსახურება.

შარშანდელის მსგავსად, დამსვენებელთა უსაფრთხოებას სათხილამურო პატრული დაიცავს. კურორტების სტუმრებთან იმუშავებენ სათხილამურო მენეჯერები, რომლებმაც საფრანგეთსა და შვეიცარიაში სპეციალური ტრენინგები გაიარეს.

რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0