საქართველოში უმუშევართა რიცხვი 38 ათასით შემცირდა

გამოწერა
საქართველოში უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას პრემიერ-მინისტრი განათლების რეფორმირებაში ხედავს

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. 2017 წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში დამატებით 38 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის შემაჯამებელ სხდომაზე.

ამის მიზეზად მთავრობის მეთაურმა კარგი ეკონომიკური ზრდა დაასახელა. კვირიკაშვილის სიტყვებით, 2017 წლის ათი თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,9% შეადგინა.

„ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გადალახა 2014 წლის შემდგომი გარე ეკონომიკური შოკის პერიოდი და ვფიქრობთ, მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2017 წლის ცხრა თვეში შეიქმნა 38 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
დასაქმება: ქვეყნის მოსახლეობის 64% თბილისში მუშაობს

2016 წელს ქვეყანაში ბოლო 13 წლის განმავლობაში უმუშევრობის რეკორდულად დაბალი დონე დაფიქსირდა — 11,8%. ამასთან, დასაქმებულთა 57,6% — თვითდასაქმებულია, ხოლო 42,4% — დაქირავებული მუშახელი, ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი") მონაცემები.

უმუშევრობასთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ეს საკითხი ქვეყნის განახლებული მინისტრთა კაბინეტის პროგრამაშია შეტანილი, რომელსაც პარლამენტმა 22 დეკემბერს გამოუცხადა ნდობა.

კვირიკაშვილი ვითარებიდან გამოსავალს, პირველ რიგში, განათლების სისტემის რეფორმაში ხედავს, რათა ის ორიენტირებული იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნაზე. ასევე მთავრობა აპირებს პოტენციური დამსაქმებლები კადრების გადამზადების პროცესში ჩართოს.

მთავრობა გეგმავს საქართველოში შრომის ბაზრის შესწავლას და სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობას.

ყველა ახალი ამბავი
0