როდის გამოიღებს ნაყოფს საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა?

© Photo: courtesy of Parlament of Georgiaსაქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ჯერ ძალაში არ შესულა, ჩინურ ბაზარზე კი უკვე 7 მილიონი ქართული ღვინის ბოთლია ექსპორტირებული

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ნაყოფს საქართველო უკვე 2018 წელს იგრძნობს, დარწმუნებულია პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელი პეკინში 2017 წლის მაისში მოეწერა. სიახლე ძალაში 2018 წლის 1 იავარს შევა. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან მსგავსი ხელშეკრულება გააფორმა.

„ჩვენ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება გავაფორმეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, ამ ხელშეკრულების ნაყოფს ჩვენ ვიგრძნობთ 2018 წლის განმავლობაში. ამ ხელშეკრულებამ, ამოქმედებამდე მოიტანა ეფექტი და წელს ჩვენ 7 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავყიდეთ ჩინეთის ბაზარზე. ჩვენი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის დივერსიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს შეუქცევადად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ რისკები საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტის კუთხით გვქონდეს განაწილებული“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ქართულ-რუსულ საზღვარზე - Sputnik საქართველო
ლარსის ალტერნატივა: რაც სომხეთისთვის მომგებიანია, საქართველოს ინტერესებშია?

პრემიერის თქმით, საქართველომ 2017 წელს დაასრულა მოლაპარაკებები ჰონგ-კონგთან თავისუფალ ვაჭრობაზე და იწყებს მოლაპარაკებებს ინდოეთთან.

კვირიკაშვილი ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ, რომელიც საქართველომ 2014 წელს გააფორმა. 

„მოგეხსენებათ, საქართველომ ძალიან წარმატებით დაიწყო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების განხორციელება და ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა. ჩვენს ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო მეტი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მწარმოებელი ითვისებს იმ პოტენციალს, რომელსაც ევროპის ბაზარი იძლევა და ეს ნამდვილად გასახარია“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თანახმად, ჩინეთის ბაზარზე გადასახადების გარეშე შევა მთელი ქართული პროდუქცია, გარდა მარცვლეულის, ბრინჯის, ფქვილის, მათ შორის — კარტოფილის, ასევე შალეულის, თამბაქოს ნაწარმის, ხის ცალკეული სახეობებისა და ნაკეთობების, ქაღალდის, შპალერის, კონვერტების, მუყაოსა და სხვა ქაღალდის ნაკეთობებისა, წიგნებისა და ნოტების გამოკლებით.

რაც შეეხება საქართველოს, თავისუფალი ვაჭრობა არ შეეხება საქონლის ხორცის რიგ სახეობებს, ცხვრის ხორცს მთლიანად, კარტოფილს, არტიშოკს, ზეთისხილს, სიმინდს, ნუშს, კაკალს, წაბლს, კივის, ხურმას, გარგარს, ციტრუსებს, ჟოლოს, შაქარს, სპირტიან სასმელებს, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0