„ოცნება“ პარლამენტში უფრო მრავალფეროვანი გახდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ერთ-ერთ ახალ ფრაქციაში მმართველი პარტიის შვიდი დეპუტატი, ხოლო მეორეში 11 დეპუტატი შევიდა

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში მხარი დაუჭირა ორი ახალი ფრაქციის შექმნას — „ქართული ოცნება — ძლიერი საქართველო“ და „ქართული ოცნება — ძლიერი ეკონომიკა“, ნათქვამია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც მმართველ პარტიაში ორი ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ ალაპარაკდნენ, მედიაში გავრცელდა ხმები „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილების შესახებ. ხელისუფლებაში ეს ინფორმაცია უარყვეს და განმარტეს, რომ საუბარია ფრაქციების მუშაობის ოპტიმიზაციაზე.

ორი ახალი ფრაქცია გამოეყოფა „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდ ფრაქციას, რომელიც 86 დეპუტატს ითვლის. ამჟამად მმართველ პარტიას პარლამენტში ექვსი ფრაქცია აქვს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში გადაჯგუფება მართვის სისტემის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„გარკვეული თემატური ჯგუფები შეიქმნა… ამით ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა საპარლამენტო უმრავლესობის გუნდი, რომელსაც აქვს საერთო ხედვა, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, რაც არის დემოკრატიის უპირობო ნიშანი“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ ტელეარხ „რუსთავი 2“-ის (Rustavi 2) ეთერში.

თბილისი, მთავრობის შენობა - Sputnik საქართველო
ახლად დამტკიცებული მთავრობის დაპირებები, რომლებიც ბილწსიტყვაობამ დაჩრდილა

მისი თქმით, თემატური ჯგუფები საერთო აზრის მიხედვით შეიქმნა.

ფრაქციას „ქართული ოცნება — ძლიერი ეკონომიკა“ უხელმძღვანელებს გოჩა ენიქიძე. მასში ასევე შევიდნენ გოდერძი ჩარქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ოთარ დანელია, ირაკლი ხაბუნია, ედიშერ თოლორაია, პაატა მხეიძე, ილია წულაია, ირაკლი შიოლაშვილი, გიორგი თოთლაძე და იოსებ მაკრახიძე.

ფრაქციაში „ქართული ოცნება — ძლიერი საქართველო“ ბიძინა გეგიძის მეთაურობით შევიდნენ ზაზა პაუაშვილი, ირაკლი აბუსერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე და კობა ნაკაიძე.

ამგვარად, საქართველოს პარლამენტში 13 ფრაქციაა: თითო-თითო ფრაქცია აქვს ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, სამი — პარტიას „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“, რვა — მმართველ პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

ყველა ახალი ამბავი
0