მიხაი ზიჩის ტარიელის პროტოტიპი - აფხაზეთის დიდი მთავარი გიორგი შარვაშიძე

© National Library of Georgiaბაბო შარვაშიძე, გიორგი შარვაშიძე და ელო ანდრეევსკაია-შარვაშიძე
ბაბო შარვაშიძე, გიორგი შარვაშიძე და ელო ანდრეევსკაია-შარვაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს წარსულში გადახედვისას, არ ვიქნები მართალი, რომ არ მოვიხსენიო ძირძველი ქართული მიწა, აფხაზეთი (რაც არ უნდა საწინააღმდეგო ამტკიცონ ) და ის პიროვნებები, ვინაც ამ კუთხისა და სრულიად საქართველოსთვის იღვაწა.

ერთი ასეთთაგანი გახლდათ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, უბრწყინვალესი თავადის მიხეილ შარვაშიძის (იგივე ხამუთ-ბეი) ვაჟი გიორგი შარვაშიძე, კაცი რომელიც იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგეი მესხის და სხვათა თანამოაზრე. მათთან ერთად იბრძოდა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, საერთო ეროვნული ფასეულობების, ენისა და კულტურის განვითარებისთვის, ორი მოძმე ერის ეროვნული ფესვებისა და მათი ურთიერთობების შენარჩუნებისთვის.

1864 წლის 24 ივნისს კავკასიის მთავარმართებლის ბრძანებით, მიხეილ შარვაშიძესა და მის მემკვიდრეებს ჩამოერთვათ უფლებები სამთავროზე, გაუქმდა აფხაზეთის სამთავრო. ამან დიდი არეულობა გამოიწვია, 1866 წლის ივლისში, საგლეხო რეფორმის გატარების მზადებისას დიდმა აჯანყებამ იფეთქა, აჯანყებულმა აფხაზებმა 20 წლის გიორგი შარვაშიძე მთავრად გამოაცხადეს, მაგრამ, იმავე წლის აგვისტოში, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის მეთაურობით, აჯანყება სასტიკად ჩაახშეს, რასაც აფხაზთა მასობრივი გადასახლება მოჰყვა თურქეთში. ამ მოვლენას ისტორია „მუჰაჯირობის" სახელით იცნობს. თავად აფხაზები კი „დამნაშავე ხალხად“ გამოაცხადეს.

© National Library of Georgiaაფხაზეთის მთავარი გიორგი შარვაშიძე
აფხაზეთის მთავარი გიორგი შარვაშიძე - Sputnik საქართველო
აფხაზეთის მთავარი გიორგი შარვაშიძე

გიორგი შარვაშიძე რუსეთის მთავრობას ურჩევდა ტაქტიკის შეცვლას და ხალხის ტრადიციებისადმი პატივისცემას. ამის გამო ის ორენბურგში გადაასახლეს, როგორც აჯანყების ინტელექტუალური მონაწილე, კავკასიაში დაბრუნების უფლების გარეშე. მოგვიანებით საქართველოში კი დააბრუნეს, მაგრამ აფხაზეთში შესვლა აუკრძალეს. სწორედ გიორგი შარვაშიძის ძალისხმევით, 1907 წელს ნიკოლოზ მეორემ აფხაზებს ეს სტატუსი მოუხსნა. იგი ილაშქრებდა ბოლშევიკების წინააღმდეგაც და ასე მიმართავდა თავის ხალხს: „…ეს მქადაგებლები იქამდე მიგვიყვანენ, რომ შვილი პატივს აღარ სცემს მშობლებს, ძმა ძმას წაეკიდება, მეზობელი მეზობელს მოიძულებს, არ იქნება არც უფროსი, არც უმცროსი, დაიკარგება წეს-ჩვეულებები, ზნეობა და ტრადიციები, რომლებითაც აფხაზებმა სახელი გაითქვეს, როგორც ყველაზე კეთილშობილმა, ღირსეულმა ხალხმა მთელ კავკასიაში;…ხოლო ჩვენ, აფხაზები ავითქვიფებით სხვა ხალხებში და დავკარგავთ ჩვენ ქვეყანას. აი, რა გველოდება!“ 

© National Library of Georgiaაფხაზეთის მთავარი გიორგი შარვაშიძე (მარცხნივ)
აფხაზეთის მთავარი გიორგი შარვაშიძე (მარცხნივ) - Sputnik საქართველო
აფხაზეთის მთავარი გიორგი შარვაშიძე (მარცხნივ)

1870-იანი წლებიდან მისი ლექსები, პუბლიცისტური წერილები და პოემები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. აქტიურად მოღვაწეობდა თეატრალურ სფეროში. თბილისში იდგმებოდა მისი პიესები, აქვეყნებდა თეატრალურ რეცენზიებს, თვითონაც წერდა შესანიშნავ ლექსებს ქართულ ენაზე, ცნობილია მისი ერთ-ერთი ლექსი „ვარადა“:

"განგებავ! ამას ნუ მიწყენ,

ვერ გადავგვარდე გვარადა,

ხან დის ხან წავიღუღუნო

მამაპაპური ვარადა.

ესე ღუღუნი სიმღერა

არაა გასახარადა,

ისა ჰგავს დედის საფლავზე

ობლისა მოთქმას მწარადა…".

© National Library of Georgiaაფხაზეთის მთავარი გიორგი შარვაშიძე
აფხაზეთის მთავარი გიორგი შარვაშიძე - Sputnik საქართველო
აფხაზეთის მთავარი გიორგი შარვაშიძე

როდესაც, გერმანულმა გაზეთ „ბერლინერ ტაგებლატის“ ფურცლებზე ვინმე ლორენციმ უღირსად მოიხსენია ქართულ-აფხაზური კულტურა. გიორგი შერვაშიძემ ასე უპასუხა: „დიახ, ჩვენ ჩამოვრჩით ცივილიზაციას, არ გვყავს არც სუტენიორები, არც შანტაჟისტები, არც აფრიკელი საქმოსნები და ა. შ. და ბ–ნი ლორენცი მეტად რომ ჩაწვდომოდა ყოფით მხარეებს, ის გაიგებდა ამას და ბევრ სხვასაც; რომ ქართველები – რაინდები, რომლებიც ჯვაროსნულ ლაშქრობაში მიდიოდნენ პირველ ქრისტიანობის დასაცავად, შიშველი ხმლებით იდგნენ კავკასიის კარიბჭესთან 15 საუკუნის განმავლობაში არა იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებში შეჭრილიყვნენ და სხვისი ქონება მიეტაცათ, არამედ მამულის, ქრისტიანული კულტურის და სამოქალაქო ყოფის დასაცავად; ჩვენ შეგვიძლია თამამადაც ვთქვათ, რომ იღბალის უკუღმართობას ხელი არ შეეშალა, ევროპის წინათაც ვიქნებოდით ჩვენ დღეს; ვინაიდან როდესაც ანდრია მოციქული აქ ქრისტეს მცნებას გვიქადაგებდა, ევროპაში თვით დუკებსაც კამეჩის ტყავი ეცვათ ტანზე და ფეხშიშველა, შუბებით ხელში ნადირობდნენ ტყეებში…“

© Courtesy of National Library of Georgiaმობრუნდეს, ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა...
მობრუნდეს, ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა... - Sputnik საქართველო
მობრუნდეს, ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა...

საინტერესოა, რომ უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩმა, საქართველოში ყოფნისას, „ვეფხისტყაოსნის" დასურათებისას, გიორგი შარვაშიძის ნატურა გამოიყენა ტარიელის სახის შესაქმნელად (ზოგი წყაროს აზრით ავთანდილის). შემორჩენილია ორი ფოტო, რომელზედაც გიორგი შერვაშიძე ტარიელის ფორმაშია გამოწყობილი.

დიდი მამულიშვილი გარდაიცვალა  1918 წელს, დაკრძალულია მოქვის ტაძარში, შარვაშიძეთა საგვარეულო საძვალეში.

 

ყველა ახალი ამბავი
0