ყურადღების ცენტრში - ტურიზმი: რაზე იმსჯელეს კობახიძემ და სარგსიანმა თბილისში

© FB / Parliament of Georgiaირაკლი კობახიძე და სერჟ სარგსიანი
ირაკლი კობახიძე და სერჟ სარგსიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების დადასტურება უწოდა

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა თბილისში პარლამენტთაშორისი თანამშრომლობისა და დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განსაკუთრებული ყურადღება კი ტურიზმის სფეროს დაუთმეს.

სარგსიანი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პირველ ლედისთან ერთად ორშაბათს ჩამოვიდა. სომხეთის ლიდერმა უკვე გამართა მოლაპარაკებები თავის ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან და შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

„ირაკლი კობახიძის განცხადებით, სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია", — აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სერჟ სარგსიანი - Sputnik საქართველო
ჩვენ უბრალოდ მეზობლები კი არა, ძმები ვართ - სარგსიანმა საქართველოს შესახებ ისაუბრა

კობახიძემ სარგსიანს მადლობა გადაუხადა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მძიმე წუთებში სომეხი ერის თანადგომას დიდად აფასებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთის ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო დროს პროგრესი შეინიშნება. მისი თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მაღალი დონის ვიზიტებს.

„ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის როლი. მხარეების თქმით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის დინამიკური ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ უახლოეს მომავალში საქართველო და სომხეთი სრულად საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადადიან. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშავებენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები", — ნათქვამია განცხადებაში.

სარგსიანის თქმით, საქართველოსა და სომხეთს, მეზობლობის გარდა, მრავალსაუკუნოვანი კავშირები აქვთ, რაც მხარეებს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ავალდებულებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს რეფორმების დღის წესრიგი და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. სარგსიანმა, თავის მხრივ, კობახიძე სომხეთში მიიწვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0