სომხეთის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მოთმინება და ოპტიმიზმი უსურვა

© FB / Giorgi Kvirikashviliსომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი
სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას გაუსვეს ხაზი

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა, ქართველ ხალხს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ოპტიმიზმი და მოთმინება უსურვა.

სარგსიანი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პირველ ლედისთან ერთად ორშაბათს ჩამოვიდა. სომხეთის ლიდერმა უკვე გამართა მოლაპარაკებები თავის ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

 „ღრმად პატივცემულო პრეზიდენტო, მოგესალმებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ვიზიტით ჩამოსვლა. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვოთ მშვიდობა და თქვენს ქვეყანას — სტაბილური განვითარება. მოხარული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი აგვირგვინებს წელს, როდესაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე ვიზეიმეთ, თუმცა, ჩვენი ურთიერთობები მრავალსაუკუნოვანია და ყოველთვის იყო ისეთი თბილი და კეთილმეზობლური, როგორიც დღეს არის", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძე და სერჟ სარგსიანი - Sputnik საქართველო
ყურადღების ცენტრში - ტურიზმი: რაზე იმსჯელეს კობახიძემ და სარგსიანმა თბილისში

 „დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თბილი მიღებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი დონის შეხვედრები დადებით შედეგს მოიტანს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში, რომლებიც მუდმივად აღმასვლის მიმართულებით ვითარდება. გასული ათასწლეულების გზა გვავალდებულებს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხების წინაშე, კარგად გავიაროთ ჩვენთვის მონდობილი პერიოდი", — აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ქართველ ხალხს კარს მომდგარი დღესასწაულები — ახალი წელი და შობა მიულოცა.

 „ვუსურვებ მოთმინებას, ოპტიმიზმს, ვინაიდან ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ მოვალენი ვართ, კიდევ უფრო განვვითარდეთ", — აღნიშნა სარგსიანმა.

კვირიკაშვილმა და სარგსიანმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახლო მომავალში დაგეგმილი ვიზიტის საკითხები განიხილეს.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივნისს დაამყარეს. მხარეები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0