როდის დადგინდება საქართველოში ახალი ტარიფი ელექტროენერგიაზე

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიელექტროსადგური
ელექტროსადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომისია ელექტროგამანაწილებელი კომპანიებისთვის ტარიფების გადახედვას მოქმედი კანონმდებლობისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით გეგმავს

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროგამანაწილებელი კომპანიებისთვის — Energo-Pro Georgia და  „თელასი" — ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის საკითხის განხილვა 27 დეკემბრამდე გადადო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ელექტროგამანაწილებელმა კომპანიებმა ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მარეგულირებელ კომისიას განცხადებით გაზაფხულზე მიმართეს, რის მიზეზადაც ლარის კურსის ვარდნას ასახელებდნენ.

„ენგურჰესის“ კაშხალი - Sputnik საქართველო
გაიზარდა „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი

ამ მომენტში ეროვნულმა კომისიამ უკვე გადახედა თბო და ჰიდროელექტროსადგურებისთვის დაწესებულ და ასევე დისპეტჩერიზაციის ტარიფებს, რომლებიც რიგ შემთხვევებში გაიზარდა.

დღეისთვის თბილისში სამომხმარებლო ტარიფი კომპანია  „თელასის" აბონენტებისთვის, რომლებიც თვეში 101 კვტ. სთ–მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 11 თეთრია, 101-დან 301კვტ.სთ-მდე — 14.4 თეთრი, ხოლო 301კვტ.სთ-დან ზევით მომხმარებულ ენერგიაზე— 18,2 თეთრი.

კომპანია Energo-Pro Georgia–ს აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფი შემდეგია: თვეში 101 კვტ.სთ–მდე დახარჯული ელექტროენერგიისთვის გადასახადი 10, 978 თეთრს შეადგენს, 101-დან 301კვტ.სთ-მდე — 14.348 თეთრი, ხოლო 301კვტ.სთ-დან ზევით მომხმარებულ ენერგიაზე— 18, 178 თეთრი.

ლარის მიმდინარე კურსია – 2,5372 GEL/$1.

ყველა ახალი ამბავი
0