გაიზარდა „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი

© Photo: courtesy of Ministry of Energy of Georgia„ენგურჰესის“ კაშხალი
„ენგურჰესის“ კაშხალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში გადახედეს ტარიფები ცალკეული ელექტროსადგურებისთვის, მათ შორის აფხაზეთში მდებარე ჰესებისთვის

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (GNERC) ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფები დაადგინა, ნათქვამია კომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფები ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ეროვნული კომისია დეკემბერის ბოლომდე დაადგენს.

„ენგურჰესი - Sputnik საქართველო
„ენგურჰესის" მუშაობა რემონტის მიზნით მთელი გაზაფხული შეჩერდება

კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შეადგენს 4.002 თეთრს/კვტსთ-ზე, რაც დღეისათვის მოქმედ ტარიფს 2,8 თეთრით  აღემატება.

„ენგურჰესისთვისაც“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 0,6 თეთრით გაიზარდა და განისაზღვრა 1.818 თეთრით/კვტსთ-ზე.

რაც შეეხება ოთხ თბოელექტროსადგურს, მათთვის შეიცვალა გარანტირებული სიმძლავრის საფასური და ტარიფები. „გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის“ და „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური შემცირდა, ხოლო „ჯიფაუერისა“ და „მტკვარი ენერჯისთვის“ გაიზარდა.

რაც შეეხება წარმოების ტარიფს, „გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის“ ის 2 თეთრით შემცირდა და დანარჩენებისთვის თითქმის 2 თეთრით გაიზარდა.

განაცხადები ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდაზე ყველა ელექტროგამანაწილებელმა კომპანიამ შეიტანა. ისინი ამ მოთხოვნას ლარის აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებით ასაბუთებენ.


ყველა ახალი ამბავი
0