„ენგურჰესის" მუშაობა რემონტის მიზნით მთელი გაზაფხული შეჩერდება

გამოწერა
„ენგურჰესის" შეჩერების პერიოდში აფხაზეთის ელექტროენერგიის დეფიციტი ქართული ელექტროსისტემიდან შეივსება

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. „ენგურჰესის" მუშაობა 2019 წლის გაზაფხულზე სამნახევარი თვით შეჩერდება, რადგან დაგეგმილია დერივაციული გვირაბის რემონტი, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ხუბუამ.

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
ენგურჰესის ტურისტული ზონა მსოფლიო დონის პროექტი გახდება

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის, ასევე ვარდნილის რემონტი გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის შეთანხმებით, რომელიც 2010 წელს გაფორმდა. პროექტის ღირებულებაა 47 მილიონი ევრო, აქედან 20 მლნ გამოყო EIB-მ და კიდევ 5 მლნ გრანტის სახით — ევროკავშირმა NIF-ის (სამეზობლო საინვესტიციო ფონდი) საშუალებით.

„დიახ, უნდა შეჩერდეს. მისი („ენგურჰესის") გარემონტება აუცილებელია", — განაცხადა ხუბუამ.

„ენგურჰესი" აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზეა განთავსებული და მისი გამომუშავებული ენერგიის ნაწილი მას მიეწოდება. ხუბუას განცხადებით, ჰიდროელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ელექტროენერგიის ნაწილს აფხაზეთს დანარჩენი საქართველო მიაწოდებს, ხოლო დეფიციტის შემთხვევაში — მას რუსეთისგან შეიძენენ.

„ელექტროენერგიის ნაწილს, რამდენსაც შევძლებთ, დანარჩენი საქართველო მიაწოდებს, ხოლო დანარჩენს — რუსეთი, სულ ესაა", — დასძინა მან.

ენგურ ჰესის პლატინა - Sputnik საქართველო
საქართველოს ჰესის რემონტისათვის თანხა გამოუყვეს

ამა წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ დერივაციული გვირაბის რემონტთან დაკავშირებით ტენდერში მონაწილეობა სურს სს Институт Гидропроект-ს, რომელიც ერთ-ერთი დიდი რუსული ენერგოკომპანია РусГидро-ს შემადგენლობაში შედის. თუმცა, ჰესის ტექნიკური დირექტორის თქმით, ტენდერზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ჯერ საპროექტო მუშაობა მიმდინარეობს.

„ენგურჰესი" კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.

„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0