საქართველოს ჰესის რემონტისათვის თანხა გამოუყვეს

© photo: Sputnik / Besik Pipiaენგურ ჰესის პლატინა
ენგურ ჰესის პლატინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოყოფილი თანხები განკუთვნილია ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რემონტის დასრულებისთვის.

თბილისი, 13 ივლისის — Sputnik. ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რემონტისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) დამატებით 3,5 მილიონ ევროს გამოყოფს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რემონტი გათვალისწინებულია საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით. პროექტის ღირებულება 47 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 20 მილიონი ევრო EIB-მა გამოყო, ხოლო 5 მილიონი გრანტის სახით გამოყო ევროკავშირმა სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) მეშვეობით.

ბათუმში, კონფერენციის ფარგლებში „საქართველოს ევროპული გზა“, დამატებითი სახსრების გამოყოფის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა.

შუახევიჰესი - Sputnik საქართველო
დასრულდა საქართველოში უმსხვილესი ჰესის მშენებლობა

 „აღნიშნული თანხა დაემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილ 20 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რაც საჭირო გახდა ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად“, — ნათქვამია განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ორი აგრეგატის (N1 და N5) რეაბილიტაცია, ასევე ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის რეაბილიტაცია და გალის წყალსაცავზე და ვარდნილის არხზე უსაფრთხოების აუცილებელი ზომების განხორციელება.

„ენგურჰესი“ კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.

„ენგურჰესის“ კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0