დასრულდა საქართველოში უმსხვილესი ჰესის მშენებლობა

გამოწერა
შუახევიჰესი განაკუთრებული პროექტია, ვინაიდან ეს პირველი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, რომელსაც გაეროს ჩარჩო-კონვენციის სერტიფიკატი აქვს

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ბოლო 50 წლის განმავლობაში საქართველოში აშენებული ყველაზე მსხვილი ჰესის, შუახევიჰესის პროექტი დასრულებულია, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შუახევჰესის დადგენილი სიმძლავრე 187 მვტ და წელიწადში 450 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

პროექტის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალზე ორი პლატინა და ორი წყალსაცავი აიგო. პროექტის ჯამური ღირებულება 416 მლნ დოლარია.

მშენებლობას ერთობლივი საწარმო „აჭარისწყალი ჯორჯია“ აწარმოებდა, რომელიც ინდურმა კომპანია Tata Power-მა და ნორვეგიულმა Clean Energy Invest-მა დააარსეს.

„ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული თითოეული პროექტი, თითოეული ახალი მეგავატი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები მოკლე პერიოდში ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით ჩანაცვლდეს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შუახევიჰესი განაკუთრებული პროექტია, ვინაიდან ეს პირველი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, რომელსაც გაეროს ჩარჩო-კონვენციის სერტიფიკატი აქვს „კლიმატის ცვლილების შესახებ“. ეს სერტიფიკატი სათბური გაზების ატმოსფეროში გამოფრქვევის შემცირებას ითვალისწინებს. 

გარდა ამისა, კვირიკაშვილმა ისაუბრა ჰესის ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ იქ 300 კაცი დასაქმდება, რაც მათ ადგილზე დაამაგრებს და ხელს შეუწყობს აჭარის განვითარებას.

პროექტი შუახევიჰესი პირველი კერძო საინვესტიციო პროექტია საქართველოში, რომელიც საერთაშორისო ფინანსირებით განხორციელდა. მისი რეალიზაციისთვის საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ 250 მლნ დოლარს მოუყარა თავი. აქედან 90 მლნ დოლარი აზიის განვითარების ბანკმა, კიდევ 90 მლნ დოლარი ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა, ხოლო 70 მლნ დოლარი თავად საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ გამოყვეს.

ყველა ახალი ამბავი
0