კვლევა: რამდენად ხშირად იკეთებენ მაკიაჟს ქალები და იპარსავენ წვერს მამაკაცები

© photo: Sputnik / Levan Avlabreliბეკსტეიჯი - თბილისის მოდის კვირეული
ბეკსტეიჯი - თბილისის მოდის კვირეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოჩნდა, რომ არიან მამაკაცები, რომლებიც წვერს არასდროს იპარსავენ

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. კომპანია ipm-ის სპეციალისტებმა გამოარკვიეს, თუ რამდენ დროს უთმობენ ქალები მაკიაჟს და მამაკაცები — წვერის პარსვას.

როგორც გამოირკვა, გამოკითხული რესპონდენტების 8% წვერს ყოველდღე იპარსავს. არიან ისეთი მამაკაცებიც საქართველოში, რომლებიც არასდროს იპარსავენ წვერს (3%). ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ტენდენცია, პრაქტიკულად, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში შეინიშნება.

რაც შეეხება მაკიაჟს, ქალების 18% იღებება ყოველდღე, ხოლო 38% კოსმეტიკას არასდროს იყენებს.

პერმანენტული მაკიაჟი - Sputnik საქართველო
პერმანენტული მაკიაჟი – პროცედურა, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

18-34 წლის ქალები უფრო ხშირად იკეთებენ ყოველდღიურ მაკიაჟს, ვიდრე უფროსი ქალები. 35-54 წლის ქალები ბევრად ნაკლებად იყენებენ კოსმეტიკას. 54 წლის შემდეგ მაკიაჟის გაკეთებას განაგრძობს მხოლოდ 2%, ხოლო 79% — წყვეტს შეღებვას.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მამაკაცები გაპარსვაზე და ქალები მაკიაჟზე, პრაქტიკულად, ერთსა და იმავე დროს ხარჯავენ — საშუალოდ 14 წუთს.

მამაკაცები წელიწადში საშუალოდ 1,4 დღეს ხარჯავენ გაპარსვაზე. ექსპერტებმა ასევე გამოთვალეს, რომ 64 წლის მამაკაცებმა გაპარსვაზე საშუალოდ 66 დღე დახარჯეს. ეს ხუთი დღით მეტია, 2006 წელს ჩატარებული გამოკვლევის შედეგებზე. ბოლო ათი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა დრო, რომელსაც ყველა ასაკის ქალი მაკიაჟზე ხარჯავს. სიცოცხლის განმავლობაში 64 წლის ქალებმა მაკიაჟზე დახარჯეს 75 დღე მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2006 წელს 34 დღეს შეადგენდა.

კვლევაში მონაწილეობდა 500 რესპონდენტი.

კომპანია IPM 1995 წელს შეიქმნა. ის სპეციალურ, მარკეტინგულ და პოლიტიკურ კვლევებს აწარმოებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0