ილია მეორე: ოპოზიცია არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკო

© Sputnik / Anna Yarovikovaსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქმა მოუწოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთად იმუშაონ ქვეყნისა და ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიცია უნდა ეხმარებოდეს მთავრობას და გამუდმებით ყველაფერი არ აკრიტიკოს, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღსაყდრების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ტრაპეზზე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

ორშაბათს საქართველოში პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილე იზეიმეს. მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია აღევლინა. ღვთისმსახურებას, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ ჩაატარა, ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და მრევლი.

„ჩემი გაგებით, ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს – მთავრობის დადგენილება თუ განჩინება. ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას. რაც გამორჩა კეთილი, სასარგებლო ერისათვის, ქვეყნისათვის, იმის შეხსენებას უნდა ეცადოს ოპოზიცია. პატივისცემა მთავრობისა და მთავრობას უნდა ჰქონდეს პატივისცემა ოპოზიციისა. მე გთხოვთ, როგორც თქვენი მოძღვარი, ვაკეთოთ ყველამ სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ეკლესიისათვის“, — ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.

გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და განახლებული მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციურ ფრაქციასთან სკანდალით დასრულდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ პრემიერი მწყობრიდან გამოიყვანა - პარლამენტში გინება ისმოდა

ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვდრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. „ნაცმოძრაობის“ დეპუტატები კვირიკაშვილს აკრიტიკებდნენ და მუდმივად აწყვეტინებდნენ. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციონერები სიცრუეში დაადანაშაულა, სიტყვა ფრაქციის ლიდერმა ნიკა მელიამ აიღო.

მელიას სიტყვები ბოლო წვეთი აღმოჩნდა. კვირიკაშვილი, რომელმაც მანამდე მელიას კორექტულობისკენ მოუწოდა, ადგა და გასასვლელისკენ გაემართა. მაგრამ ამის შემდეგ ვითარება გამწვავდა, პრემიერი ნახევარგზაზე შეჩერდა და ოპოზიციონერისკენ გაემართა. სხდომათა დარბაზში ხმაური იყო, მაგრამ მაინც ისმოდა, პოლიტიკოსები როგორ მიმართავდნენ ერთმანეთს უცენზურო სიტყვებით.

ამის შემდეგ პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

რამდენიმე წუთში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციასთან შეხვედრაზე კვირიკაშვილმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და საზოგადოების წინაშე თავისი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0