თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზა" ხუთშაბათიდან ელექტრომატარებლების რეისებს გაზრდის. ეს ახალი წლის დღეებში მგზავრთნაკადის გაზრდას უკავშირდება, აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის" ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ელექტრომატარებლების დამატებითი რეისები დაინიშნა 28, 29, 30, 31 დეკემბერსა და 5, 6, 7 იანვარს თბილისიდან ბათუმის, სენაკის, ზუგდიდის, ოზურგეთის მიმართულებით და უკან.
გარდა ამისა, უკვე მოძრავ შემადგენლობებს სხვადასხვა კლასის ვაგონები დაემატება. ამ პერიოდში, მგზავრთნაკადის გაზრდისა და მგზავრთა მრავალრიცხოვანი თხოვნის გათვალისწინებით, ბათუმის მიმართულებით GRT-ის ტიპის ზოგიერთ მატარებელს ჩაანაცვლებს კომპანია Stadler-ის ორსართულიანი მატარებლები.
დამატებითი რეისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის" ვებ-გვერდზე.