თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“, — ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ისევ აკრძალულია.
134-135-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გაჩერება ისევ აკრძალულია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.