უამინდობა საქართველოში: ვითარება საავტომობილო გზებზე

© photo: Sputnik / Albina Olisaevaსაქართველოს სამხედრო გზის გაწმენდა
საქართველოს სამხედრო გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში ყველა მიმართულებით მოძრაობის აღსადგენად გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. უამინდობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს ხუთ საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზეა აკრძალული, აღნიშნულია საავტომობილო დეპარტამენტის განცხადებაში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის მლეთა-გუდაურისა და 134-135-ე კმ მონაკვეთებზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის გაჩერება.

დეპარტამენტის ცხელი ხაზის თანამშრომელთა განცხადებით, როდის აღდგება მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, უცნობია.

საქართველოს სამხედრო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი: რუსეთისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აიკრძალა

ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის 38-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის 71-ე კმ-ზე (ამბროლაურთან) ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ იწა და სოფელ ახალსოფელზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

დიდთოვლობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 53-106-ე კმ (კორშა-შატილი) მონაკვეთზე. ამავე გზის 1-52-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო — ძლიერი ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა — ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ბორჯომი-ბაკურიანის გზაზე. გზებს ამუშავებენ მარილითა და ქვიშით და ყველა შესაბამის ზომა იღებენ, რათა არ დაირღვეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რთულ მეტეოროლოგიურ პირობებთან და უსაფრთხო მოძრაობასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გადაადგილდნენ ზამთრის საბურავებით და დაიცვან გზებზე დაწესებული რეჟიმები.

 

ყველა ახალი ამბავი
0