ზემო ლარსი: რუსეთისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აიკრძალა

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaსაქართველოს სამხედრო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები
საქართველოს სამხედრო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ინტენსიური თოვლის გამო შეზღუდვები ამოქმედდა

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ინტენსიური თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო საქართველო-რუსეთის საზღვრის, საბაჟო-გამშვები პუნქტ „ყაზბეგი — ზემო ლარსის“ მიმართულებით გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის დაკეტილია, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის მლეთა-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე შესაძლო ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა.

ამავე გზის 134-135-ე კმ მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

სატვირთო მანქანების რიგი საქართველოს სამხედრო გზაზე ზამთარში - Sputnik საქართველო
გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

აღნიშნულ მონაკვეთზე რეჟიმის დაცვა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება. 

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 38-62-ე კმ მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 70-ე კმ-ზე ჩამოსულია დადი მოცულობის მიწა-კლდის შვავი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა.

უწყების განცხადებით, ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.


ყველა ახალი ამბავი
0