თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. „Sputnik საქართველოს" მკითხველთა უმეტესობამ, კონკრეტულად კი 48%-მა კითხვაზე „რა გსურთ ახალ წელს საჩუქრად მიიღოთ?", აირჩია პასუხი „რომანტიკული მოგზაურობა".
წინასაახალწლო პერიოდში გამოკითხულთა 4%-ს უფრო მიწიერი სურვილები აქვს — მათ უბრალოდ გამოძინების სურვილი აქვთ.
ოცნების ავტომობილზე ფიქრობს გამოკითხვაში მონაწილეთა 32.0%. ხოლო საახალწლოდ ხელის თხოვნის წინადადებას, გამოკითხულთა 16% ელოდება.
რაც არ უნდა სურვილები ჩაიფიქროთ — გამოძინება თუ ოცნების ავტომობილი, „Sputnik საქართველო" ახალ 2018 წელს ყველა სურვილების ასრულებას გისურვებთ!