ალბათ ბევრი თქვენგანი ეძებს საახალწლო საჩუქარს ახლობელი ადამიანისთვის თუ კოლეგისთვის. ეს არცთუ ადვილი საქმეა, მით უფრო, როცა საჩუქარი ისეთი ადამიანისთვის გვინდა შევარჩიოთ, რომელსაც ძალიან კარგად არ ვიცნობთ და არ ვიცით, რა გაუხარდება, რა უყვარს და ა. შ. ამიტომ შევარჩიეთ საჩუქრების ჩამონათვალი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ხასიათიდან გამომდინარე და იმედი გვაქვს, ეს გაგიიოლებთ საქმეს და არჩეული საჩუქრით გაახარებთ „ადრესატს“.
ვერძი
ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი) ცეცხლის სტიქიაა, მაგრამ მას სიმშვიდე სჭირდება. სიმშვიდის პოვნა კი შესაძლებელია ზღვის ტალღის ფერებში. ამასთან, ვერძი ძალზე პატივმოყვარეა და საჩუქარი, რომელიც თავად ამ პიროვნებაზე რამეს მიანიშნებს, მას ძალიან გაახალისებს.
კურო
ჯიუტ და საქმიან კუროს (20 აპრილი – 20 მაისი), რომელიც აღმერთებს ფუფუნების საგნებს, ისეთი საჩუქარი უნდა შეურჩიოთ, რომ ის ერთდროულად სასარგებლოც იყოს და პომპეზურიც. მაგალითად, მომხიბლავი კულონი, სახელობითი ბლოკნოტი ჩანაწერებისთვის, ან დახვეწილი კალამი.
ტყუპი
ტყუპებს (21 მაისი – 20 ივნისი) ყველაფერი უყვართ, რაც ბრწყინავს, ორიგინალურია და მრავალფეროვანი. რაც არ უნდა აჩუქოთ, ორიენტირად ერთ–ერთი გრძნობა აიღეთ – მხედველობა, სმენა, შეხება, ყნოსვა და გემოვნება. მაგალითად, აჩუქეთ არომატული საპონი, კაშკაშა საყურე ან მათი საყვარელი მომღერლის ან ჯგუფის კონცერტის ბილეთი.
კირჩხიბი
კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი) – ეს სამი ძირითადი ელემენტია: წყალი, მთვარე და კირჩხიბი. ამიტომ იდეალური საჩუქარი ამ ელემენტების იდეალური შერწყმაა. ოქროს საყურე მარგალიტით, ბლოკნოტი ყოვლისმომცველი გრძნობების ჩასაწერად ან ლამაზი პატარა სამაჯური – განა ბედნიერებისთვის საკმარისი არაა?
ლომი
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო) დაბადებით ლიდერია მამაცი გულით, ამიტომ საჩუქარი ლომის რაიმე სიმბოლოთი ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის იდეალური იქნება. ამასთან, ლომი ქედს იხრის ფუფუნების წინაშე, უყვარს ყურადღების მიპყრობა, ამიტომ ძალიან გაუხარდება, მაგალითად, ოქროს ბეჭედი ლომის თავის გამოსახულებით.
ქალწული
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი) მიწიერი და პრაქტიკული ნიშანია, დიდი სიხარულით მიიღებს საჩუქარს, რომელიც გამოადგება ყოფაში ან სამსახურში. მაგალითად, გაუხარდება ლამაზი თეფში, სამუშაო დღიური, მაგრამ უარს არც ლამაზ კულონზე ან სამკაულზე იტყვის.
სასწორი
დაბალანსებულ სასწორს (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი) ნებისმიერი საჩუქარი გაუხარდება, თუ ნამდვილად დაუთმეთ დრო მის შერჩევას. ჭიქა, თეფში, საყურე და სხვა ნებისმიერი ატრიბუტი მათი სიმბოლოთი სასწორებისთვის ნამდვილად დიდი სიხარულის მომტანი იქნება.
მორიელი
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი) მგრძნობიარე და მაცდური, ვნებიანი და მამაცი ნიშანია. ის ცდილობს, ყველაფერი მოასწროს და შეიცნოს, ამიტომ ორიგინალური და უჩვეულო საჩუქარი მოხიბლავს. ქალი–მორიელი დააფასებს საყურეს ან კულონს თავისივე სიმბოლოთი, მაგრამ გაუხარდება ჩვეულებრივი მაისურიც.
მშვილდოსანი
ოპტიმისტური, ცეცხლოვანი და დაუოკებელი მშვილდოსნის (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი) გულის მოგება რთულია. მაგრამ თუ ლამაზ საიუველირო სამკაულს შეარჩევთ, აბრეშუმის შარფს ან თუნდაც კრეატიულ მობილური ტელეფონის ბუდეს უყიდით, მშვილდოსანი თქვენი საჩუქრით აღფრთოვანებული დარჩება.
თხის რქა
პასუხისმგებლიან თხის რქას (22 დეკემბერი – 19 იანვარი) ნამდვილად მოეწონება ყველაფერი, რაც მას ცხოვრების ორგანიზებაში დაეხმარება. ამიტომ სწორედ მისთვისაა ზედგამოჭრილი ტყავის დღიური ან საათი.
მერწყული
მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი) ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელიც მუდამ სხვებზე ფიქრობს. ამჯერად კი თქვენი ჯერია, რომ მასზე იფიქროთ და გაახაროთ – შეუჩიეთ მას ჭიქა ციტატით, რომელიც მის ინდივიდუალობას უსვამს ხაზს, ან უჩვეულო ფერის პომადა ფრჩხილის ლაკთან ერთად – ეს მას აუცილებლად გაახარებს.
თევზები
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი) ზოდიაქოს ინტუიციური, დელიკატური და მგრძნობიარე ნიშანია. ისინი ისე, როგორც არავინ სხვა, „იჟღინთებიან“ ხელოვნებით, შემოქმედებით, უყვართ ოცნება. ამიტომ აჩუქეთ მათ ვარსკვლავიანი ცის ბარათი, ან ლამაზი და ნატიფი ნივთი, სამკაული – ბეჭედი, ისინი ნამდვილად დააფასებენ ამას.