თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სომხეთიდან შემოაქვს კვების პროდუქტები — შოკოლადისა და კაკაოს ნაწარმი, სპილენძის მადანი, ეთილის სპირტი, სიგარეტი, მილები და სხვა პროდუქცია, აღნიშნულია „საქსტატის" 2016 წლის მასალებში.
სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო ქვეყნების ათეულში შედის — უკავია მეექვსე ადგილი. 2017 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საგარეო ბრუნვამ საქართველოსა და სომხეთს შორის 447 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 34%-ით მეტია.
საქართველომ გასულ წელს სომხეთიდან შემოიტანა 170 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების მადანი და სპილენძის კონცენტრატები. 2016 წელს სომხეთიდან 1,4 მილიონამდე დოლარის ღირებულების კვების პროდუქტები (შოკოლადი და კაკაოს შემცველი) შემოიტანეს.
თბილისი ერევნისგან ყიდულობს 3 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ეთილის სპირტს. რაც შეეხება სიგარეტსა და თამბაქოს სხვა ნაწარმს, 2016 წელს სომხეთიდან შემოიტანეს 2,4 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი.
საქართველომ გასულ წელს სომხეთისგან შეიძინა 1,5 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების მილები და შლანგები.
გარდა ამისა, საქართველოს სომხეთიდან შემოაქვს სამკურნალო საშუალებები. 2016 წელს ამ პროდუქციის ღირებულება 2,6 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა.
საქართველოს, თავის მხრივ, სომხეთში ექსპორტზე გააქვს ავტომობილები, კოპტონი, მინერალური და აზოტის სასუქი, ეთილის სპირტი, ელექტროენერგია, კოსმეტიკა და მაკიაჟისა და კანის მოვლის სხვა საშუალებები და სხვა.
2016 წლის მონაცემებით, საქართველომ სომხეთში შეიტანა 31 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების მსუბუქი ავტომობილები, 4 მლნ-ზე მეტი ღირებულების — სატვირთო ავტომანქანები.
რაც შეეხება კოპტონსა და სხვა მყარ ნარჩენებსა და პროდუქციას, რომელსაც სოიისგან აწარმოებენ. გასულ წელს საქართველომ სომხეთს 6,5 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ეს პროდუქცია მიაწოდა.
თბილისი ერევანს აწვდის 9,6 მლნ-ზე მეტი ღირებულების მინერალურ, აზოტისა და ქიმიურ სასუქებს. 2016 წელს სომხეთში საქართველოდან გატანილი ეთილის სპირტის ღირებულებამ 22 მლნ დოლარს გადააჭარბა.
საქართველომ სომხეთს 2016 წელს მიაწოდა 6,6 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ელექტროენერგია. ერევანში გატანილი კოსმეტიკისა და მაკიაჟის, კანის მოვლის საშუალებების საერთო ღირებულებამ 2016 წელს 2,5 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.