მერია უკმაყოფილოა: თბილისის გენერალური გეგმა გადამუშავდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძირითადი შენიშვნები ეხება ზონირებას, ტრანსპორტის განვითარებასა და მშენებლობას

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. შეცდომების გამოსასწორებლად 10 დღე მისცა თბილისის მერიამ კომპანია City Institute Georgia-ს, რომელმაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შეიმუშავა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია City Institute Georgia-მ გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. მიმდინარე წლის ივნისში დოკუმენტი მერიას წარედგინა.

„მერიამ დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები დაადგინა და ველოდებით, რომ ისინი ამ ყველაფერს გამოასწორებენ. ავუხსენით, თუ სად გვქონდა ძირითადი ხარვეზები, რაში ვხედავდით პრობლემას. იმედია, ჩვენს შენიშვნებს გაითვალისწინებენ და დადგენილ ვადაში ახალ, გაუმჯობესებულ დოკუმენტს წარმოადგენენ“, — განაცხადა ილია ელოშვილმა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

საბაგირო გზის ვაგონი - Sputnik საქართველო
თბილისი შესაძლოა საბაგირო გზების ქალაქი გახდეს

ელოშვილის თქმით, გენერალურ გეგმასთან დაკავშირფებით შენიშვნები ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს ეხება.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებას 2,8 მილიონი ლარი მოხმარდა. დოკუმენტის დამტკიცებამდე გაიმართა პროექტის საჯარო განხილვები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, მათ შორის არქიტექტორთა კავშირში, მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს უნივერსიტეტებში.

შედგენილია სხვადასხვა რუკები, სადაც დედაქალაქის განაშენიანების შეზღუდვები და სივრცითი შეზღუდვები განისაზღვრა. ამ რუკებში ასევე დადგენილია მწვანე ტერიტორიები, სკვერები და ლანდშაფტის დაცვის ზონები.

მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისის მერი კახა კალაძე გახდა, რომელმაც მერად არჩევისთანავე დედაქალაქის მთავრობაში მომავალი სერიოზულ რეფორმების შესახებ განაცხადა, მათ შორის ტრანსპორტისა და მშენებლობის კუთხით.

 

ყველა ახალი ამბავი
0