ლეგენდარული კრის რის კონცერტი თბილისში გაუქმდა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიკრის რი
კრის რი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტის ორგანიზატორები მიზეზებს არ ასახელებენ, თუმცა ცნობილია, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში კრის რის კონცერტები გადაიდო დიდ ბრიტანეთშიც

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ორგანიზატორებმა ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის, კრის რის კონცერტი თბილისში გააუქმეს.

ცნობილ მუსიკოსს კონცერტი დედაქალაქში 30 დეკემბერს, სპორტის სასახლეში უნდა გაემართა.

მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი აპირებდა თბილისში თავის საუკეთესო ბენდთან ერთად გამოსვლას და თავისი საუკეთესო ჰიტების, ასევე კომპოზიციების ბოლო ალბომიდან Road Songs For Lovers შესრულებას.

ორგანიზატორები, კომპანია Online Biletebi კონცერტის გაუქმების მიზეზებს არ ასახელებენ. ასევე არ აცხადებენ ბილეთების დაბრუნების ვადებისა და პირობების შესახებ.

ინფორმაცია კრის რის თბილისში კონცერტის შესახებ არ არის არც მომღერლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ელტონ ჯონი - Sputnik საქართველო
2017 წელს ელტონ ჯონი საქართველოში აღარ ჩამოვა

ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, კრის რიმ ბრიტანულ ოქსფორდში, დარბაზ New Theatre Oxford-ში გამოსვლისას გონება დაკარგა. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას ის მიკროფონს ჩაეჭიდა და იატაკზე დაეცა. The Guardian-ის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ რი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

უფრო ადრე მუსიკოსმა განაცხადა, რომ გასულ წელს ინსულტი ჰქონდა.

კრის რი დაიბადა ემიგრანტების ოჯახში მიდლსბროში (იორკშირი).

მომღერალმა წარმატების მწვერვალს მიაღწია 1980-ების ბოლოს — 1990-იანების დასაწყისში, როდესაც გამოვიდა მისი მეათე სტუდიური ალბომი The Road to Hell (1989), რომელსაც საუკეთესო ალბომად მიიჩნევენ, და მომდევნო ალბომი Auberge (1991).

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ (განმეორებითი სიმსივნე კუჭქვეშა ჯირკვლის ამოკვეთით) კრის რიმ მსხვილ ჩამწერ კომპანიებთან თანამშრომლობა შეწყვიტა და ბლუზის ჩაწერა დაიწყო. შედეგად გამოვიდა რამდენიმე ალბომი, მათგან ორი კომერციულად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: ეს არის ალბომი Dancing Down the Stony Road (2002), რომელსაც ოქროს ალბომის სტატუსი მიენიჭა და Santo Spirito Blues (2011).

 

ყველა ახალი ამბავი
0