ფოტოგამოფენაზე XX საუკუნის საქართველოს სამეცნიერო მიღწევებს წარმოადგენენ

გამოწერა
გამოფენის სტუმრები იხილავენ იმ ქართველი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების ფოტომასალებს, რომლებმაც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ არქივში ფოტოგამოფენა „საქართველოს ტექნოლოგიური მემკვიდრეობა" გაიხსნა, რომელიც 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

გამოფენის მიზანია საზოგადოებას გააცნოს XX საუკუნის საქართველოს მიღწევები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში, ასევე წარმოადგინოს ინფორმაცია იმ წვლილის შესახებ, რომელიც ქართველმა მეცნიერებმა შეიტანეს სამეცნიერო სფეროში.

ქართველ მოსწავლეთა გუნდი Smart Kids - Sputnik საქართველო
სკოლის მოსწავლეების შანსი – გამოცხადდა კონკურსი "ათასწლეულის ინოვაციები"

გასულ საუკუნეში საქართველო უცხოელ სპეციალისტებთან სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით დასავლეთის ქვეყნებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. ქვეყანაში მუშაობდნენ ინოვაციებზე და აშენებდნენ მაღალტექნოლოგიური სტრატეგიულ ობიექტებს. ქართულ მეცნიერებას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. შესაბამისად, საქართველო, როგორც დასავლური სახელმწიფო, სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა.

თბილისში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილია იმ ქართველი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების ფოტომასალები, რომლებმაც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.

გამოფენა ასევე ეხება XX საუკუნეში განხორციელებულ მნიშვნელოვან გამოგონებებსა და ტექნოლოგიურ პროექტებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიების განვითარება საქართველოსთვის პრიორიტეტულია, რამდენადაც XXI საუკუნეში ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესზე დიდ გავლენას ახდენს ტექნოლოგიური და ინოვაციური პროექტები.

ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველო ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს უხელმძღვანელებს

გამოფენა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველოსა" და საქართველოს ეროვნული არქივის ფარგლებში ტარდება.

„გამოფენა ადასტურებს, რომ საქართველოს ჰყავდა ძალზე ბევრი წარმატებული ინჟინერი, ინოვატორი, მშენებელი და მეცნიერი. გამოფენა ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით გავმართეთ და მისი დახმარებით საზოგადოებას ვაცნობთ მართლად უნიკალურ მასალებს", — განაცხადა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველოს" დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

გამოფენის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0