თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. დიდთოვლობის გამო მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, განაცხადა მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა „Sputnik საქართველოსთან" საუბრისას.
უხვმა ნალექმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რომლის აღდგენითი სამუშაოებიც ამ დროისთვის მიმდინარეობს. გარდა ამისა, შესაბამისი სამსახურები შიდა საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.
ინტენსიური თოვის გამო პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა მესტია-კალა-უშგულის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც ზვავსაშიშროების გამო შესაბამისი ტექნიკა ვერ მუშაობს.
„სანამ ტემპერატურა არ იქნება, დაახლოებით, —3 გრადუსი, სამუშაოებს ვერ დავიწყებთ, რადგან ზვავის ჩამოწოლის საშიშროებაა", — აღნიშნაჟორჟოლიანმა.
როგორც „Sputnik საქართველოს" კომპანია Energo-Pro Georgia-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მოსახლეობას ელექტროენერგის მიწოდება ეტაპობრივად დღის ბოლომდე აღუდგებათ.