ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს მიმართ სანქციებს მოითხოვს - ხელისუფლების რეაქცია

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიკაპიტოლიუმი ვაშინგტონში
კაპიტოლიუმი ვაშინგტონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელი კონგრესმენი ამტკიცებს, რომ საქართველოში ამერიკულ ბიზნესს ავიწროებენ

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის, 2012 წლის შემდეგ არავინ ავიწროებს ბიზნესს, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკელი კონგრესმენის, სტივ რასელის კანონპროექტის კომენტარისას, რომელიც ეხება სანქციების შემოღებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც, თითქოსდა, ქვეყანაში ამერიკულ ბიზნესს ავიწროებს.

კონგრესმენმა რასელმა „რესპუბლიკური პარტიიდან" აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი 6 დეკემბერს შეიტანა. რასელი მოითხოვს საქართველოს მთავრობის წევრებისთვის ვიზების გაუქმებას, მათი საბანკო ანგარიშების გაყინვას, ასევე მათი ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. ქართული მასმედიის ინფორმაციით, სანქციების მიზეზი საქართველოში მოქმედ ამერიკულ კომპანიებს, Philip Morris, Frontera Resources და Georgian Manganese-ს ეხება.

„მე ინიციატივას, სამწუხაროდ, არ ვიცნობ. ვიცი, რომ ზოგადად საუბარია ბიზნესის შევიწროებასთან დაკავშირებით, ბრჭყალებში. ყველამ ვიცით, რომ 2012 წლის მერე ზუსტად ამ მიმართულებით გვაქვს ჩვენ ყველაზე რადიკალური და ფუნდამენტური პროგრესი. საქართველოში დასრულდა ის დრო, როცა ბიზნესს ავიწროებდნენ", — განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

კრიმინალი ავტორიტეტი - კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი - Sputnik საქართველო
აშშ-მა „კანონიერი ქურდების“ კალაშოვისა და შუშანაშვილის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო

სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა.

„კონგრესმენ რასელის ამგვარი არაერთი განცხადება ვიცით არა მარტო საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც, მაგრამ არც მაშინ, არც ახლა, დარწმუნებული ვარ, ამას არ მიეცემა მსვლელობა არ ექნება არანაირი მხარდაჭერა არც საკანონმდებლო დონეზე, არც ფართო პოლიტიკურ სპექტრში", — - განაცხადა ზალკალიანმა ტელეკომპანია Rustavi2-თან ინტერვიუში.

ამერიკელი კონგრესმენი ასევე მოითხოვს აშშ-ის მხრიდან საქართველოს ფინანსური დახმარების აკრძალვას, გარდა ჰუმანიტარული და სასოფლო-სამეურნეო ან სამედიცინო დანიშნულების ნივთებისა.

რაც შეეხება მიზეზებს, რომელთა გამოც რასელმა შეიმუშავა კანონპროექტი სანქციების თაობაზე, ქართული მასმედია რამდენიმე მიზეზზე საუბრობს.

ამა წლის მაისში გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანია Georgian Manganese-ში სპეციალური მმართველი დანიშნა. საქმე ისაა, რომ Georgian Manganese, რომელიც მანგანუმს ჭიათურასა და ზესტაფონში მოიპოვებს და ამუშავებს, არაერთხელ დააჯარიმეს გარემოს დაბინძურებისა და მძიმე ეკოლოგიური ვითარების შექმნისთვის.

ამერიკულ კომპანიას არაერთხელ მისცეს დრო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, მაგრამ გარემოს დაცვის სამინისტროს უწყებების მოთხოვნა კომპანიის მფლობელებმა არ გაითვალისწინეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის თებერვალში კიდევ ერთ ამერიკულ კომპანია Philip Morris-ს ქართული კომპანია „თბილისის თამბაქოსთვის" 93 მილიონი ლარის გადახდა დაავალდებულა. სასამართლოში ქართული კომპანია ამტკიცებდა, რომ Philip Morris 2013 წლის სექტემბრიდან უშვებს Bond Street-ის მარკის სიგარეტს და მას ღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდის, რაც ბაზრიდან კონკურენტების განდევნას ემსახურება.

სასამართლომ „თბილისის თამბაქოს" დასკვნები მისაღებად მიიჩნია.

იანვრის შუა რიცხვებში კომპანია Frontera Resources-მა, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებით არის დაკავებული, განაცხადა, რომ მიმდინარე სამუშაოებისას კახეთში 5,3 ტრლნ კუბომეტრი მოცულობის ბუნებრივი აირის რესურსი აღმოაჩინა. ამასთან დაკავშირებით იმ დროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კომპანიის განცხადების დასამტკიცებლად მილიარდობით დოლარია საჭირო.

მოგვიანებით Frontera-მ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და კერძოდ, კახა კალაძე მუშაობაში ბარიერების შექმნაში დაადანაშაულა. ამის პასუხად კალაძემ ამერიკულ კომპანიას ფაქტების დამახინჯებაში დასდო ბრალი.

ყველა ახალი ამბავი
0