თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ სანქციების სიაში შეიყვანა რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკების მკვიდრი ათი ადამიანი, მათ შორის არიან საქართველოს მკვიდრი „კანონიერი ქურდები“ შაქრო კალაშოვი („შაქრო მოლოდოი“) და ლაშა შუშანაშვილი („ლაშა რუსტავსკი“), ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სანქციები ასევე შეეხო „კანონიერ ქურდებად“ სხვადასხვა დროს აღიარებულ ვასილი ხრისტოფოროვს („ვოსკრეს“), კამჩიბეკ კოლბაევს („კამჩი ბიშკეკსკი“), ვლადისლავ ლეონტიევს („ვადიკ ბელი“), იური პიჩუგინს („პიჩუგა“) და ვლადიმირ ტიურინს („ტიურიკ“).Treasury targets the “Thieves-in-Law” Eurasian Transnational Criminal Organization, and designates 10 individuals and two entities linked to the syndicate. Crime Chart and Release: https://t.co/JzPjzk8GJw pic.twitter.com/qoBDs50iZ5
— Treasury Department (@USTreasury) December 22, 2017
სიაში არიან ასევე გაფურ რახიმოვი, ალიმჟან ტოხტახუნოვი („ტაივანჩიკი“) და რუბენ ტატულიანი („რობსონი“), რომლებიც, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, „კანონიერ ქურდებს“ მატერიალურ მხარდაჭერას უწევენ. სიაშია ტატულიანის კუთვნილი ორი კომპანია — Новый век — медиа და სპა-ოტელი Весна.
„კანონიერი ქურდები“ — ეს არის ევრაზიული დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელსაც მთელ მსოფლიოში უკანონო საქმიანობის გრძელი სია უკავშირდება. ფინანსთა სამინისტრო „კანონიერი ქურდების“ საკითხს განიხილავს, როგორც აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეებისათვის საფრთხის შემცველი ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების ფინანსური ინფრასტრუქტურის აღკვეთის კუთხით უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილს“, — განაცხადა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯონ სმიტმა.