თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვებისთვის საქველმოქმედო სპექტაკლი „ახალი საშობაო ზღაპარი“ გრიბოედოვის თეატრში 29 დეკემბერს გაიმართება.
როგორც თეატრში აღნიშნავენ, საახალწლო წარმოდგენას დაესწრება 500-ზე მეტი ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ბავშვთა სახლებიდან, ასევე შშმ ბავშვები.
„სპექტაკლის დასრულების შემდეგ სტუმრები მიიღებენ საჩუქრებს — ტკბილეულობის ნაკრებს და ადაპტირებულ წიგნებს ლექსიკონებით და სავარჯიშოებით ახალგაზრდა ქართულენოვანი მკითხველებისთვის“, — ნათქვამია გრიბოედივის თეატრის განცხადებაში.
სპექტაკლის დასაწყისი 12:00 საათზე.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით და საერთაშორისო კულტურულ-განმანათლებელი კავშირის Русский клуб-ის მხარდაჭერით.