თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე თურქეთში, ქალაქ სტამბოლში შაბათს ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მოკლული წარმოშობით პანკისელი, 36 წლის დავით ალხანაშვილია, მეტსახელად „დატო პანკისკი“. მას სხეულზე ოთხი ნატყვიარი აღენიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ალხანაშვილს ქურდულ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი და კანონიერი ქურდის, ზაქარია კალაშოვის, იგივე შაქრო მოლოდოის გარემოცვამ მოკლა.
რესტორანში მყოფ ალხანაშვილს უცნობმა პირმა დაურეკა, გარეთ გაიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ალხანაშვილის მშობლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ცხოვრობენ. ოჯახის წევრები ალხანიშვილის გარდაცვალების ადასტურებენ, ამ ეტაპზე ცხედრის გადმოსვენების პროდურები მიმდინარეობს.
22 დეკემბერს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მკვიდრი „კანონიერი ქურდები“ შაქრო კალაშოვი („შაქრო მოლოდოი“) და ლაშა შუშანაშვილი („ლაშა რუსტავსკი“) რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკების მკვიდრ სხვა რვა ადამიანთან ერთად სანქციების სიაში შეიყვანა.