საქართველოში Lactalis-ის მიერ წარმოებული ბავშვთა საკვების გაყიდვიდან ამოღება დაიწყო

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშიბავშვის კვება
ბავშვის კვება - Sputnik საქართველო
გამოწერა
Lactalis Georgia-მ დაიწყო წარმოებული და საქართველოში მოწოდებული ყველა სახის პროდუქციის ამოღების პროცესი

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) მოუწოდა საქართველოს, ამოიღოს გაყიდვიდან ბავშვთა კვების პროდუქტები, რომლებიც 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ გამოუშვა ფრანგულმა კომპანია Lactalis-მა.

მანამდე ჯანმო-მ საქართველო ფრანგული კომპანია Lactalis-ის ბავშვთა საკვებში სალმონელის შესაძლო შემცველობის შესახებ გააფრთხილა.

შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებითა და მისი ზედამხედველობით, ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობამ საქართველოში Lactalis Georgia-მ ამ კომპანიის მიერ წარმოებული ყველა სახის პროდუქციის ქსელიდან ამოღება დაიწყო.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან,  მიიღო ახალი  შეტყობინება, რომელიც ეხება  პრევენციული ღონისძიებების მიზნით, ფრანგული კომპანია „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ  წარმოებული ბავშვთა კვების  პროდუქტების სარეალიზაციო ქსელიდან სრულად ამოღების ვალდებულებას“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელდა. 

აღნიშნული შეტყობინება ყველა იმ ქვეყანას გაეგზავნა, რომლებშიც აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტი ხდება.

საქართველოში კომპანია Lactalis-ის პროდუქცია შემოდის როგორც ბრენდი CELIA და ამ პროდუქციის სრული სია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

აფთიაქი - Sputnik საქართველო
საქართველოში ბავშვთა კვება Lactalis-ს აკრძალავენ

კომპანია ბავშვთა კვების ექსპორტს ახორციელებდა საქართველოში, ჩინეთში, ტაივანში, პაკისტანში, ერაყში, მაროკოში, ლიბიაში, რუმინეთში, სერბეთში, საბერძნეთში, კოლუმბიასა და პერუში.

CNN-ისა და „ამერიკის ხმის" ინფორმაციით, საფრანგეთში ახალშობილთა შორის "სალმონელის" 26 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შემდეგ კომპანიამ პროდუქციის ბაზრიდან ამოღებისა და ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

სალმონელიოზი პოლიეთიოლოგიური ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სხვადასხვა კლინიკური გამოვლინება აქვს. გვხვდება როგორც ასიმპტომური, ისე რთული ფორმები. ყველაზე მეტად „სალმონელა" საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მოქმედებს.

აღნიშნული ინფექცია შეიძლება აღმოჩნდეს სამზარეულოში, წყალში, უმ ხორცში, კვერცხსა და ცხოველების ფეკალიებში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0