ბათუმში მამა-შვილის დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი 23 დეკემბერს ბათუმში, თამარის დასახლებაში მოხდა

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. მამა-შვილის დაჭრაში ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებულია, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურში განუცხადეს. 

ექიმების ბრიგადა ოპერაციაზე - Sputnik საქართველო
დაჭრილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმების პირველი კომენტარი

როგორც უწყებაში განმარტავენ, დაკავებულია 35 წლამდე ასაკის მამაკაცი. მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც 9–დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამა-შვილი ბათუმში 23 დეკემბერს, თამარის დასახლებაში ცივი იარაღით დაჭრეს. თავდაპირველად ისინი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საავადმყოფოდან წუხელ გაეწერნენ და ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს სახლში გადიან.


ყველა ახალი ამბავი
0