თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. დაჭრილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს.
ბათუმში, თამარის დასახლებაში მამა-შვილი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, რამდენიმე საათის წინ დაჭრეს.
„ამ დროისთვის მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. ამ ეტაპზე გრძელდება დინამიკაში დაკვირვება, თუ არაფერი შეიცვალა, ისინი კლინიკიდან რამდენიმე საათში გაეწერებიან“, — აცხადებენ კლინიკაში.
როგორც „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სავარუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავვებლად მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.
მათივე ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით („ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება") არის აღძრული, რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.