რეიდები გრძელდება: დაკავებულია 69 ადამიანი

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიტრავმატული პისტოლეტი „ჰორჰე-3მ“
ტრავმატული პისტოლეტი „ჰორჰე-3მ“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში განხორციელებული ღონისძიებები საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას ემსახურება

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. სულ 69 პირია დაკავებული საპოლიციო კონტროლისა და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რომლებიც 22-23 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა, იუწყება შსს-ს პრესსამსხურის ვებგვერდი.

32 ადამიანი დაკავებულია სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, აქედან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 6 პირი, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის — 12. ასევე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩლებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 37 პირი.

ძალადობა - Sputnik საქართველო
„საქართველოს სირცხვილი“ - პრემიერი ქალის დამჩაგრავისთვის უმკაცრესი სასჯელის მომხრეა

გარდა ამისა, სხვადასხვა დანაშაულისათვის 4 ძებნილი პირი დააკავეს.

ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და 50 ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ნებაყოფლობით ჩაბარებულია 16 ერთეული იარაღი. ასევე, ამოღებულია 33 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 2278 ცალი ვაზნა.

საპოლიციო კონტროლი, რიგ შემთხვევებში, გულისხმობდა ზედაპირული შემოწმების განხორციელებას, ის ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.

საპოლიციო კონტროლის დროს სულ გადამოწმდა 36 330 პირი.

 

ყველა ახალი ამბავი
0