თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში, თამარის დასახლებაში მამა-შვილი დაჭრეს, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
დაჭრილები ამ დროისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არაინ გადაყვანილები. მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკაში კომენტარს არ აკეთებენ.
საავადმყოფოს წინ შეკრებილი ახლობლების თქმით, დაჭრა ცივი იარაღით მოხდა. ახლობლები მომხდარის მიზეზებს ვერ ასახელებენ.
როგორც „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სავარუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავვებლად მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.
მათივე ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით („ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება") არის აღძრული, რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.