ავტოავარიამ რუსეთში საქართველოს მოქალაქე იმსხვერპლა

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქე სტავროპოლიეში მომხდარი ავტოავარიის დროს „გაზელის“ ტიპის სატვირთოში იმყოფებოდა

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. სამი ადამიანი, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა სტავროპოლიეში (რუსეთი) მომხდარი ავტოავარიის დროს, იუწყება РИА Новости.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახა „გაზელის“ ტიპის სატვირთო და Mercedes-ის მარკის მიკროავტობუსი.

ევაკუატორი დამტვრეული ავტომობილით - Sputnik საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში 11%-ით შემცირდა

უბედური შემთხვევა შაბათ დილით მოხდა. წინასწარი ვერსიით, „გაზელის“ მძღოლი შემხვედრ ზოლზე გადავიდა, სადაც შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ Mercedes-ის მარკის სამგზავრო მიკროავტობუსს, რომელიც ესენტუკი-სტავროპოლის მარშრუტით გადაადგილდებოდა. 

თავდაპირველად გავრცელდა ინფომაცია ორი დაღუპულის — „გაზელის“ მგზავრის, 32 წლის საქართველოს მოქალაქისა და Mercedes-ის მგზავრის, მინერალური წყლების 60 წლის მკვიდრის შესახებ. გარდა ამისა, იუწყებოდნენ ექვსი დაშავებულის შესახებ. მოგვიანებით გახდა ცნობილი მესამე დაღუპულისა და 16 დაშავებულის შესახებ.

ცხრა დაშავებული სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენები სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ სახლში გაუშვეს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე (საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია). დამნაშავეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ყველა ახალი ამბავი
0