საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ფიფას რეიტინგში პოზიცია შეინარჩუნა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს საფეხბურთო ნაკრები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს საქართველომ ფიფას რეიტინგში მდგომარეობა 14 პოზიციით გაიუმჯობესა

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში ფიფა/კოკა-კოლას მიმდინარე წლის დასკვნით რეიტინგში 104-ე პოზიცია შეინარჩუნა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ისევე, როგორც ნოემბრის რეიტინგში, 322 ქულით ზიმბაბვესა და ინდოეთს შორის განთავსდა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ფეხბურთის ნაკრებში კიდევ ორ წელს იმუშავებს

საქართველოს გუნდს 2016 წელს 118-ე ადგილი ეკავა.

არ შეცვლილა რეიტინგის ლიდერთა სამეულიც. პირველ ადგილზეა კვლავ გერმანიის ნაკრები, მეორეზე — ბრაზილია და მესამეზე — პორტუგალია.

ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის პირველი ათეული:

1. გერმანია

2. ბრაზილია

3. პორტუგალია

4. არგენტინა

5. ბელგია

6. ესპანეთი

7. პოლონეთი

8. შვეიცარია

9. საფრანგეთი

10. ჩილე

 

ყველა ახალი ამბავი
0