ვლადიმირ ვაისი საქართველოს ფეხბურთის ნაკრებში კიდევ ორ წელს იმუშავებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაისი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მომდევნო შესარჩევ ტურში და ერთა ლიგის გათამაშებაში გაწვრთნის

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ეროვნულ გუნდში კიდევ ორ წელს დარჩება, ამის შესახებ მან საქართველოს და კვიპროსის ნაკრებების ამხანაგური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მასსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ახალი შეთანხმების დეტალები ვაისს არ გაუხმაურებია.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - მორიგი რეგრესი ფიფას რეიტინგში

53 წლის სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებს სათავეში 2016 წლის იანვარში ჩაუდგა. მისი კონტრაქტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მსოფლიო-2018-ის შესარჩევი ციკლის ბოლომდე იყო გათვლილი. სფფ-ის ხელმძღვანელობამ ვაისის წინაშე დააყენა ამოცანა — შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება. თუმცა, საკვალიფიკაციო რაუნდის შედეგებით, ქართულმა გუნდმა ხუთი ქულა დააგროვა, ჯგუფში მხოლოდ მოოლდოვას გაუსწრო და ამ მაჩვენებლით მეხუთე სტრიქონზე აღმოჩნდა. თანაც, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში ვერცერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაისი და სფფ კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი აცხადებდა, რომ ვაისთან თანამშრომლობის გაგრძელება სურდა. თავად ვაისი კომენტარებს არ აკეთებდა.

აღსანიშნავია, რომ ახლახან მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაისი სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე განიხილებოდა. სერბეთის გუნდმა D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო-2018-ზე კვალიფიკაცია ავტომატურად დაიმსახურა.

ყველა ახალი ამბავი
0