თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში ოთხი საფეხურით უკან გადაიწია და 107-ე ადგილზე განთავსდა.
საქართველოს ნაკრების აქტივშია 306 ქულა და ამ მაჩვენებლით ეროვნული გუნდი ნიგერისა და სენტ კიტსსა და ნევისს შორის განთავსდა.
ვლადიმირ ვაისის გუნდის რეგრესი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ დასკვნით ორ მატჩში წაგებას უკავშირდება. 6 ოქტომბერს საქართველომ უელსთან 0:1, ხოლო სამი დღის შემდეგ სერბეთთან — ამავე ანგარიშით წააგო.
რაც შეეხება ფიფას რეიტინგის ლიდერთა სამეულს, მასში ცვლილებები არ მომხდარა. პირველ ადგილზე კვლავ გერმანიაა, რომელსაც ბრაზილია და პორტუგალია მოსდევს.
ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის პირველი ათეული:
1. გერმანია
2. ბრაზილია
3. პორტუგალია
4. არგენტინა
5. ბელგია
6. პოლონეთი
7. საფრანგეთი
8. ესპანეთი
9. ჩილე
10. პერუ
გასულ თვესთან შედარებით პირველი ათეული დატოვეს შვეიცარიამ და კოლუმბიამ. პერუმ კი, თავის მხრივ, პირველად დიდი ხნის მერე, ტოპ-ათეულში გადაინაცვლა.