საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 9 პოზიციით დაწინაურდა

© photo: Sputnik / STRINGERსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირლანდიასა და ავსტრიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ნაკრები რეიტინგში 103-ე ადგილს იკავებს

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში 9 პოზიციით დაწინაურდა და 103-ე ადგილზე აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრების აქტივში 328 ქულაა და ამ მაჩვენებლით ის მაკედონიასა და ზიმბაბვეს შორის განთავსდა.

ქართული გუნდის ასეთი პროგრესი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებულად ჩატარებულ შესარჩევ მატჩებს უკავშირდება. 2 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის აღსაზრდელებმა თბილისში ირლანდიასთან შეხვედრა ფრედ დაასრულეს (1:1), სამი დღის შემდეგ ვენაში მატჩი ავსტრიის წინააღმდეგ იგივე ანგარიშით დასრულდა.

ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის ზედა ნაწილშიც ცვლილებები მოხდა. ბრაზილიის ნაკრებმა ლიდერობა გერმანიას დაუთმო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო პორტუგალიის გუნდმა სამეულში არგენტინა ჩაანაცვლა.

ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის პირველი ათეული:

1. გერმანია

2. ბრაზილია

3. პორტუგალია

4. არგენტინა

5. ბელგია

6. პოლონეთი

7. შვეიცარია

8. საფრანგეთი

9. ჩილე

10. კოლუმბია

ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები:

უელსი (13)

სერბეთი (32)

ირლანდია (34)

ავსტრია (57)

მოლდოვა (156)

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები 6 ოქტომბერს თბილისში უელსის წინააღმდეგ გამართავს. მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლის დასკვნით შეხვედრაში 9 ოქტომბერს საქართველო გასვლაზე სერბეთს შეხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0