სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ის პოროშენკოზე უფრო პოპულარულია

© REUTERS / Oleh Tereshchenkoმიხეილ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებთან კიევში
მიხეილ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებთან კიევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი პოლიტიკოსი უკრაინაში პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ინტერესით აკვირდება

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ზოგიერთ ასპექტში ის უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე პოპულარულია.

ბოლო თვეების განმავლობაში სააკაშვილი, როგორც უკრაინული ოპოზიციური პარტიის ლიდერი, კიევის ცენტრში პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით საპროტესტო მოძრაობებს აწყობს.

„ჩემი რეიტინგი, როგორც მინიმუმ ისეთივეა, როგორც პრეზიდენტ პოროშენკოსი, ხოლო ზოგეირთ რაკურსში მეტიცაა“, — ციტირებს სააკაშვილს РИА Новости.

სოციოლოგიური ჯგუფ „რეიტინგის“ გამოკითხვის მიხედვით, პოროშენკოს არ ენდობა გამოკითხულთა 81%, ხოლო ენდობა მხოლოდ 15%. სააკაშვილს ამ კუთხით აქვს 76% და 13% შესაბამისად. უკრაინის პრეზიდენტის პარტიის რეიტინგი 6,2%-ს შეადგენს, ხოლო საქართველოს ექს-პრეზიდენტის პარტიის — 1,1%.

მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოფსი - Sputnik საქართველო
ოჯახთან შეერთების უფლება: ნიდერლანდების ხელისუფლებამ სააკაშვილს ვიზა მისცა

გარდა ამისა, საპრეზიდენტო „ანტირეიტინგში“ უკრაინის ლიდერი პირველ ადგილს იკავებს — გამოკითხულთა 21% მზად არის, მას ხმა მისცეს, ხოლო მისი დაუყოვნებლივი გადაყენება  38%-ს სუღს.

სოციოლოგიური ჯგუფ Active Group-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სააკაშვილს რესპონდენტთა 5,3% ენდობა. იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა სურს, 32,7%-დან 28,4%-მდე შემცირდა. ხოლო მისი საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის გამოკითხულთა 7% არის მზად.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და უკრაინელი პოლიტიკოსი 2015 წელს გახდა, როდესაც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივით ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნეს. 2016 წელს ის სკანდალის ფონზე გადადგა და პოროშენკო რეგიონში არსებული დანაშაულებრივი „კლანების“ მფარველობაში დაადანაშაულა. უკრაინაში მან ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ შექმნა.

პოლიტიკოსს უკრაინაში დანაშაულებრივი ორგანიზაციების წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა ედება ბრალად. სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია საქართველოშიც არის აღძრული.


ყველა ახალი ამბავი
0