პრემიერი: ილია მეორემ საქართველოში სულიერება ააღორძინა

© AP Photo / Shakh Aivazovსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს აღნიშნავენ

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლისთავი მიულოცა.

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს, ინტრონიზაცია 25 დეკემბერს გაიმართა.

„სულ რამდენიმე დღეში ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მისი პატრიარქობის, მისი მეუფების 40 წლის იუბილე უნდა მივულოცოთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, ვინაიდან ამ 40 წლის განმავლობაში საქართველოში სულიერება აღორძინდა", — განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ღვთისმსახურებაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს პატრიარქმა აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები გააუქმა

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ილია მეორე საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებსა გარეთაც, მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა.

გიორგი კვირიკაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს ჯანმრთელობა და ხალხის დიდხანს მსახურება უსურვა.

1980-იან წლებში, ილია მეორის პატრიარქობისას საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური აღორძინება მოხდა. ამ წლებში საქართველოში ეპარქიების რაოდენობა 15-დან 33-მდე გაიზარდა.

1977 წელს საქართველოში 48 მოქმედი ეკლესია იყო, ამჟამად მათი რიცხვი 1000-ს აჭარბებს.

თბილისში აშენდა საქართველოს ყველაზე დიდი სალოცავი — წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.

 

ყველა ახალი ამბავი
0