დავით ნარმანია პარლამენტმა ახალ სამსახურში „მიიღო“

© Facebook / photo: David Narmania / FBდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ნარმანია აღნიშნულ თანამდებობაზე შემდგომი ექვსი წლის განმავლობაში იმუშავებს

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით აირჩია თბილისის ექს-მერი დავით ნარმანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულერებელი კომისიის (სემეკი) წევრად.

დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
სემეკის წევრად დავით ნარმანიას კანდიდატურაა წარდგენილი

სემეკის ხუთკაციანი კომისიის კიდევ ერთი წევრი გახდა გოჩა შონია, რომელიც ამ სტრუქტურაში მანამდეც მუშაობდა და უფლებამოსილების ვადა 2017 წლის აგვისტოში ამოეწურა.

ნარმანია და შონია, რომელთა კანდიდატურებიც საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 14 დეკემბერს წარუდგინა, თანამდებობებზე ექვსი წლის განმავლობაში იმუშავებენ.

ყველა ახალი ამბავი
0